ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებული ირაკლი ხუჯაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კი განაცხადა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ასევე მის მიერ მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი, დაახლოებით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი  ფიგურირებდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შ.პ.ს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძე უწევდა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.