ნარკოდანაშაულისთვის სოფელ სარფში ერთი პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

1979 წელს დაბადებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 97 აბი და 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მიმდინარეობს გამოძიება.