ნარკოდანაშაულის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები

ნარკოდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ კანონში შესატან ცვლილებებს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კონკრეტულად კი ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს, მას შემდეგ, რაც მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოაცხადებს, ავტომატურად აღარ შეეზღუდება მართვის მოწმობა და შრომითი უფლებები. ეს საკითხი მოსამართლემ თავად უნდა გადაწყვიტოს. პრინციპების დონეზე დეპუტატების უმრავლესობა მხარს უჭერს ინიციატივას, თუმცა ნაწილს იურიდიულ საკითხებზე გარკვეული შეკითხვები აქვს. მათ შორის იმაზე, ექნება თუ არა ამ პროექტს უკუქმედების ძალა და გავრცელდება თუ არა ეს ნორმა იმ პირებზეც რომელთაც ეს უფლებები უკვე შეზღუდული აქვთ.