კიდევ ერთი მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელიც ერთდროულად თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ჩატარდა. გახსნილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი საქმე. დააკავეს 75 ადამიანი, მათ შორის სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც არიან. დაკავებულებს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას და გაყიდვას ედავებიან. საქმეში ფიგურირებს ფსიქოტროპული ნივთიერებებიც. გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ, რეალიზაცია კი სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ადგილზე ხდებოდა. პროკურატურამ 75-ვე პირს ბრალი დღის ბოლოს წაუყენა. გამოძიებას ფარული აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებიც აქვს.