ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის არიან ბელორუსისა და საქართველოს მოქალაქეები. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“, „ამფეტამინი“და „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.