ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გურიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მუშაობდა, რეალიზაციის მიზნით, ცენტრიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც მეორე დაკავებული უკანონოდ ასაღებდა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, „შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ დალუქა.