ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის ადვოკატმა დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა, რომლითაც გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. ადვოკატის თქმით, ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და ის სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მისივე განცხადებით, ანტონ ჩეჩინისგან ბიოლოგიური მასალა უკანონოდ მოიპოვეს და შემდგომ გადაიტანეს ნარკოტიკულ საშუალებაზე. როგორც მან აღნიშნა, საქმეში არ არსებობს ჩეჩინის ჩხრეკის ვიდეო და არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, ბრალდების მხარის მიერ ნეიტრალურ მოწმედ წარმოდგენილი თარჯიმანი, შორენა ტაბატაძე კი, ადვოკატის თქმით, ასეთად ვერ ჩაითვლება. ადვოკატი დაკავებას რუსთაველზე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. ჩეჩინს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იგი 3 დეკემბერს დააკავეს.