ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 121 პირი

21:06, 15.07.2026

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია და 121 დაკავებული.

გახსნილად ცხადდება კიდევ ერთი ნარკოდანაშაული. დაკავებულებს შორის არიან პირები, რომლებსაც ნარკოტიკების რეალიზაციას ედავებიან. არიან ისინიც, ვის სახელზეც ამანათები იგზავნებოდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სქემის მონაწილეები ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის სხვადახვა გზას, მათ შორის ე.წ. დადების მეთოდს მიმართავდნენ. მტკიცებულებებს შორის სახელდება სამართალდამცავების მიერ საკონტროლო შესყიდვების ამსახველი ფარული მასალები. გამოძიება ამბობს, რომ საქმეში დევს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებების ოპერაცია თბილისში და რამდენიმე რეგიონში ჩატარდა. მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს.

„მოამბე“ რამდენიმე დაკავებულის ადვოკატს ესაუბრა.

მსგავსი