ნარკოდანაშაულის ბრალდებით 47 პირი დააკავეს
ბოლო 24 საათში 47 ნარკორეალიზატორია დაკავებული.
თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები აიყვანეს. დაკავებამდე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა მეთოდით, სისტემატურად ყიდდნენ. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურასთან თანამშრომლობით გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს. ამ დრომდე არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.