ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 42 პირი დააკავა. სპეცოპერაციები გასული 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. დაკავებულებს შორის არიან მსხვილი ნარკორეალიზატორები. ასევე პირები, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დაკავებებს წინ უძღოდა მოსამართლის განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც ბრალდებულების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.