ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს

21:46, 21.10.2026

ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი საქმე და მასშტაბური ოპერაცია. ამჯერად დაკავებულია 142 ადამიანი. მათგან 62-ს ნარკოტიკების რეალიზაციას ედავებიან. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების სხვადასხვა მეთოდით გაყიდვის გზებსა და მეთოდებზე მიუთითებს. თუ საგამოძიებო მასალებს დავეყრდნობით, გამოყენებული იყო ინტერნეტ-აპლიკაციებიც. საქმის ფიგურანტებს შორის სახელდებიან უცხოეთის მოქალაქეებიც. დაკავების ოპერაცია თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩატარდა. ბრალდებებს გამოძიება აუდიო-ვიდეო მასალებითაც ამყარებს, რომელთა ნაწილი უწყებამ უკვე გაავრცელა.

მსგავსი