ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირია დაკავებული

21:17, 13.08.2026

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირია დაკავებული – მათ შორის 55 ნარკოტიკების რეალიზაციისთვის.

გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნარკოტიკებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს სხვადასხვა მეთოდით ყიდდნენ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საკონტროლო შესყიდვები, რითაც ბრალდებულების დანაშაულის დასტურდება. ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. 135-ივე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი