ნარკოდანაშაულის ბრალდება - დაკავებულია 119 პირი

ნარკოდანაშაულის, მათ შორის რეალიზაციის ბრალდებით 119 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომელთაც გამოძიების ცნობით, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეებზე სისტემატურად  ყიდდნენ. მოსამართლეთა განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვებიც. ბრალდებულთა ნაწილს პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ცნობილია, რომ მათი უმრავლესობა ბრალს არ აღიარებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.