შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა და თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალის დასახლებაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. პოლიციამ დაკავებულებისგან ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა განახორციელა. კიდევ ერთი პირია დაკავებული ნარკოდანაშაულისთვის თბილისში.