ნარინჯისფერი რთველი

აჭარაში მანდარინის რთველს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

მინისტრის თქმით, მას რეალიზაციის კუთხით ოპტიმისტური პროგნოზი აქვს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში მოხდება. ტრადიციულ ბაზრებს წელს შეემატება ლიეტუვა, სინგაპური, ყატარი და სლოვენია. მათივე ინფორმაციით, წელს რეგიონში 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყება და 1,5 ლარს აღწევს. არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ფერმერებს სუბსიდიის სახით თანხას წელსაც გადაუხდის.