ნარჩენების მართვის რეფორმა

15:16, 15.07.2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასაკლაოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. განიხილეს ცხოველური წარმოშობის ნარჩენების კატეგორიზაციისა და მართვის რეფორმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა, ბიზნესსექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა თანადაფინანსების პროგრამებზე, რომლებსაც სოფლის განვითარების სააგენტო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით სასაკლაოებს სთავაზობს.

მსგავსი