ნარჩენების მართვის პროგრამა

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი კახეთის რეგიონში მდებარე ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას ადგილებზე გაეცნო. მიხეილ გოგოლიძე საგარეჯოს, თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე და ყვარელში მდებარე გადამტვირთავ სადგურზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს სამუშაო რესურსი ეწურებათ. შესაბამისად, კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, რათა დროულად მოხდეს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობა, რის შედეგადაც, არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეტაპობრივად დაიხურება.