ნარჩენების მართვა
ფოთის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. აღნიშნული ნარჩენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ახალ რეგიონულ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტზე ტრანსპორტირდება. სადგურისა და ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეცნო. ფოთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე არსებული, ძველი ნაგავსაყრელი კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით დაიხურება.