არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების ქალაქიდან დროულად გატანის მიზნით, თბილისის მერია მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს.
რემონტის შედეგად დაგროვილი ნარჩენების, ძველი ავეჯის და სხვა მსგავსი ნივთების ნაგვის ურნებთან დატოვების ნაცვლად, თბილისის მცხოვრებლები სპეციალურ პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ. შემდეგ კი არასაყოფაცხოვრებო ნარჩენებს „თბილსერვის ჯგუფი“ კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ 72 საათში სპეციალურ ნაგავსაყრელზე გადაიტანს. იგივე მომსახურების მიღება ცხელი ხაზის საშუალებითაც შესაძლებელია.