ნარჩენების გადამტვირთავი სადგური ბოლნისში
ბოლნისში საერთაშორისო სტანდარტის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა. ობიექტი მოემსახურება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს. ამასთან, შეიქმნა დამატებით სამუშაო ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ოპერირების პარალელურად, მიმდინარეობს ბოლნისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის პროცედურები. მიმდინარე წლის ბოლოს, ნარჩენების განთავსების ძველი ობიექტის დიდი ნაწილი, კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაიხურება. ფუნქციონირებას გააგრძელებს მხოლოდ ძველი ნაგავსაყრელის ცხოველური ნარჩენების განთავსების უჯრედი, რომლის დახურვაც 2027 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.