ნარჩენების გადამტვირთავი სადგური ამბროლაურში
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი სადგური დაათვალიერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. დავით სონღულაშვილთან ერთად, სადგურის ფუნქციონირების პროცესს ადგილზე გაეცნენ პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატი გოჩა ენუქიძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ინფორმაცია მიიღო სადგურის მუშაობის სპეციფიკის, ნარჩენების გადატვირთვისა და ტრანსპორტირების პროცესის, ასევე რეგიონში ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტიპის გადამტვირთავი სადგური ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს ემსახურება.