„ნაქარგი ხებერი“ – ირმა შარიქაძის საავტორო გამოფენა
აჭარელ ქალთა შემოქმედებითი მემკვიდრეობა ვიზუალური არტისტის თვალით – აბრეშუმის მუზეუმი ირმა შარიქაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით „ნაქარგი ხებერი“. მაღალმთიან აჭარაში გადაღებულ ფოტოებთან ერთად საგამოფენო სივრცეში ასევე წარმოდგენილია ნაქარგობის კოლექცია, მათ შორის აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილებზე ხელით შესრულებული ორნამენტები უნიკალური მოტივებით, რაც აჭარის უძველეს მითოსურ წარმოდგენებს აცოცხლებს. დამთვალიერებელს აჭარული ტრადიციული სამოსის ინსპირაციით შექმნილი კოსტიუმების დათვალიერებაც შეუძლია.