ნაქარგების გამოფენა თელავში

თელავის ისტორიული მუზეუმი საქართველოს „მქარგველებისა და ხელმარჯვეების“ ნაქარგების გამოფენას მასპინძლობს. რიგით მეათე გამოფენაზე 50-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ექსპოზიციაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 21 ქარგვის ოსტატი იღებს. გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებლისთვის სრულიად უფასო იქნება.