ფოთში, კუნძულის უბანში მდებარე სანაპიროზე ზოლზე განხორციელებული სამუშაოები ადგილობრივთა არაერთგვაროვანი რეაქციის მიზეზი გახდა. საუბარია ნაპირდამცავ ნაგებობაზე, რომელმაც ზღვის ტალღური ზემოქმედებისგან და ნაპირის მიტაცებისგან სანაპირო ზოლი უნდა დაიცვას. ე.წ. ქვის კედლის აღმართვას ფოთელთა ნაწილი მიესალმება, ნაწილი კი წუხს, რომ ნაპირიდან ზღვა არ ჩანს და მასთან ქვის კედელი აშორებთ.
თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი მოამბერეგიონები