პირველი ქართველი ქალი, რომელმაც საზღვაო კაპიტნის წოდება მიიღო.
ნათია ლაბაძე წლების განმავლობაში შორეულ ნაოსნობაში კაპიტნის თანაშემწე იყო. ბათუმის საზღვაო აკადემიაში ის გემწამყვანის პროფესიას ეუფლებოდა, რაც აღსანიშნავი ფაქტია, რადგან საზღვაო პროფესიებს შორის ქალების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი ადმინისტრაციული პოზიციების მიმართაა. შესაბამისი სერთიფიკატის გადაცემის შემდეგ ნათია ლაბაძე ახლა შორეული ნაოსნობის კაპიტნობისთვის და საერთაშორისო გემზე ახალი წოდებით მუშაობისთვის ემზადება, რაც არა მხოლოდ მისი, წინა თაობების ახდენილი ოცნებაცაა.
კადეტობით დაწყებული კარიერა და საოჯახო ტრადიციის გაგრძელება – ნახეთ რეზი ხუციშვილისა და მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი.