ნანული აბესაძის საიუბილეო საღამო

21:59, 16.02.2026

რამდენიმე ათეული წელი სცენაზე, მდიდარი შემოქმედება და საარქივო მასალებით გაცოცხლებული ისტორია – რუსთაველის თეატრში ნანული აბესაძის 90 წლის იუბილის აღსანიშნავად ემზადებიან. პროგრამაშია ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებლის მიერ წლების განმავლობაში შესრულებული ყველა ცნობილი სიმღერა, რომლებიც ახალი ინტერპრეტაციით აჟღერდება.

18 თებერვალს დაგეგმილი საღამო მხოლოდ კონცერტი არ იქნება. საიუბილეო ღონისძიება ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენას გააერთიანებს, რაც ცნობილი ქართველი მომღერლის 90 წლიან ცხოვრებასა და შემოქმედებასთან არის დაკავშირებული.

მსგავსი