ნანი ბრეგვაძე

ნანი ბრეგვაძე 21 ივლისს, 83 წლის ხდება. საკუთარ დაბადების დღეს, ახლობლებთან ერთად ოჯახურ გარემოში აღნიშნავს, გაიხსენებს განვლილ შემოქმედებით გზას, რომელიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბოლო გამოსვლა მსმენელის წინაშე ცნობილ ქართველ მომღერალს, პროექტის, „შეხვედრები თბილისურ  ეზოში“, ფარგლებში ჰქონდა.

დაბადების დღის წინ, საკუთარი ემოციები ნანი ბრეგვაძემ „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს, ლიზა ციციშვილსა და ლევან ქართველიშვილს გაუზიარა.

საქართველოს პირველი არხი, ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს, საუკეთესო სურვილებით ულოცავს.