ნანი ბრეგვაძე 90 

21:58, 21.07.2026

ქართული სცენის დედოფალს 90 წელი შეუსრულდა.

ნანი ბრეგვაძე საიუბილეო თარიღს სცენაზე აღნიშნავს. განუმეორებელი ხმა, გამორჩეული საშემსრულებლო მანერა, აკადემიურობის, სტილის და გემოვნების სიმბოლო – ქართული მუსიკალური ხელოვნების ლეგენდა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული შემსრულებელი დილიდან მილოცვებს იღებს, მისალოც წერილებს აგზავნიან სხვადასხვა ქვეყნიდან. მისი შემოქმედებითი გზა პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრიდან იღებს სათავეს – 70 წელია, ნანი ბრეგვაძე თავის უნიკალური შემოქმედებით, სიმღერებით და შესრულებით ქართულ მუსიკალურ კულტურას კიდევ უფრო მეტ სიღრმეს სძენს და ამდიდრებს.

არაერთი საერთაშორისო აღიარება, მრავალწლიანი შთამბეჭდავი მუსიკალური კარიერა და უნიკალური ხმა, რომელიც ქართული კულტურის  განუყოფელი ნაწილია. მუდმივი ანშლაგის მიზეზი მსოფლიო ქალაქების საკონცერტო დარბაზებში და სიმღერები, რომლებსაც მის მსგავსად ვერავინ ასრულებს.

ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი გზა და ინტერვიუ ქართული ესტრადის ცოცხალ ლეგენდასთან – ნახეთ თათია ბუხრაშვილის სიუჟეტში.

მსგავსი