ნანგრევებში მოყოლილი ისტორია – გურამიშვილის კვალდაკვალ
სოფელი, სადაც საგურამოდან იძულებით გახიზნული დავით გურამიშვილი ცხოვრობდა და სასახლე, რომელსაც პოეტის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია უკავშირდება. გარაყანიძეების ისტორიული ძეგლიდან დღეს მხოლოდ ნაშთებია დარჩენილი. ნაგებობა ბოლშევიკებმა ჯერ სკოლად, შემდეგ კი სპორტულ დარბაზად გადააკეთეს. ლამისყანელების გადმოცემით, ორი დარბაზი და დიდი ზომის ქვევრები ახლა მიწითაა დაფარული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ სასახლის აღდგენა მე-18 საუკუნის ისტორიას გააცოცხლებს.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები