ნანა ხეცურიანის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

თბილისის ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში ნანა ხეცურიანის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. ხელნაკეთებისთვის ძველ ქართულ ორნამენტებს ხელოვანი საქართველოს მასშტაბით 20 წლის განმავლობაში აგროვებდა.

გამოფენაზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დამთვალიერებელს ნატურალური ქვებითა და აბრეშუმის ძაფით შესრულებული ნამუშევრების ნახვაც შეუძლია.