ნანა ფაჩუაშვილის საიუბილეო საღამო

რუსთაველის თეატრში მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. წარმოდგენილი იყო მისი შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა. მოეწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სახელწოდებით – „მე და ჩემი 88 ანარეკლი“. კინოსურათში მსახიობის ცხოვრება და შემოქმედებაა აღწერილი. საღამოზე მსახიობმა წარმოადგინა ნაწყვეტი სხვადასხვა სპექტაკლიდან.