„ნამოხვანჰესის“ მშენებლობის გამო პროტესტი გრძელდება

ერთ კვირაზე მეტია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ აქტივისტებს ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეზღუდვა მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას უკავშირდება. რიონის ხეობაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და გადაადგილების შეზღუდვის გამო, „გუმათჰესთან“ კარავი აქვთ გაშლილი. რაც შეეხება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მთავრობის მიერ წარდგენილ ხუთპუნქტიან გეგმას, როგორც აქტივისტები აცხადებენ, დოკუმენტი ადგილობრივების მთავარ შეკითხვებს ისევ უპასუხოდ ტოვებს.

მოამბე