„ნამახვანჰესის“ პროექტი - შეხვედრა მოსახლეობასთან

ოთხთვიანი მწვავე პროტესტის შემდეგ მინისტრები რიონის ხეობაში ჩავიდნენ.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ადგილობრივებს რამდენიმე საათის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობა გარემოს ზიანს არ მიაყენებს. საექსპერტო დასკვნებზე და წინასწარ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით მთავრობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ კაშხლის ნგრევის ან ხეობაში მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხე არ არსებობს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მასშტაბური ჰესის პროექტის შესწავლაში ადგილობრივებიც ჩაერთვებიან. ინვესტორ თურქულ კომპანიას ადგილზე მცხოვრებთა გადამზადება და მათი მაღალ ანაზრაურებად სამუშაო ადგილებზე დასაქმებაც დაავალეს. მწვავე კითხვებზე პასუხების შემდეგ მინისტრები ხეობის დამცველებსაც შეხვდნენ, რომლებიც პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. სასამართლო დავის პარალელურად ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი