„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი თბილისში ინაცვლებს. დემონსტრაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეთა ნაწილი ქუთაისიდან უკვე დაიძრა. მათ სხვადასხვა რეგიონში თანამოაზრეები შეუერთდებიან და საბოლოოდ, გამომსვლელები დედაქალაქში შეიკრიბებიან. აქტივისტების მოთხოვნებისა და დაგეგმილი დემონსტრაციის შესახებ გიორგი კობერიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.

მოამბე