„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი 

ადგილობრივთა მწვავე პროტესტის მიუხედავად, ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები მაინც გრძელდება. პარალელურად არ წყდება აქციები.

პრემიერის დავალებით ხვალიდან რიონის ხეობაში ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჩავლენ. მიზანი მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერება, მათი მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ შესაძლო რისკებზე საუბარია, რამაც თავის დროზე მწვავე პროტესტი გამოიწვია. ხელისუფლება პროექტს კარგად შესწავლილად აცხადებს და პოზიციას წინასწარ ჩატარებული საერთაშორისო საექსპერტო კვლევებით ამყარებს, რომლითაც თუნდაც სტიქიის დროს ჰესისგან გარემოსთვის რაიმე ზიანის მიყენება გამოირიცხა. მასშტაბური ჰესის პროექტის თავდაპირველ ვერსიაში არაერთი ცვლილება შევიდა. თუმცა ადგილობრივები და ექსპერტთა ნაწილი დამატებით კვლევებს ითხოვენ და ჰესის აშენების შემთხვევაში მძიმე ეკოლოგიურ შედეგებს პროგნოზირებენ.