„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი 

კიდევ ერთი დასკვნა „ნამახვანჰესის“ სადავო პროექტზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და პროტესტის ჩახშობის მცდელობად აფასებს. ორგანიზაციისთვის უსაფუძვლოა რამდენიმე თვიანი აქციის მონაწილეთა კარვების აღების არგუმენტიც, ანუ მდინარე რიონის ადიდების საფრთხე. დასკვნაში საუბარია პოლიციის მხრიდან რეპრესიული მეთოდების გამოყენებაზეც. ნამოხვანისკენ გადაადგილება ამ დრომდე ნაწილობრივ შეზღუდული რჩება. ხეობიდან სამართალდამცველთა გასვლის, გზის გახსნის და კომპანია „ენკას“ მხრიდან სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი მალე დედაქალაქში გადმოინაცვლებს. თბილისში აქცია 23 მაისს იგეგმება.