„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან

„ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების პროტესტის ფორმები აბსოლუტურად მიუღებელია. მმართველი გუნდი მზად არის დიალოგისთვის. კომენატარი გააკეთა თეა წულუკიანმაცმისი თქმით,  მთავრობის მიდგომა აბსოლუტურად კონსტრუქციულია და იმედი აქვს, რომ დიალოგი შედეგზე ორიენტირებული იქნება.  დიალოგის მომხრეა ოპოზიციაც. ალეკო ელისაშვილი და ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება აქციის მონაწილეებს „რკინის ჯებირებით“ არ უნდა ესაუბრებოდეს.

 

პროტესტი „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ

მოამბე

დატოვე კომენტარი