ნაგავსაყრელის პრობლემა

ქუთაისში იმერეთის გუბერნატორი ადგილობრივებს ხვდება.

საუბარი ნაგავსაყრელის პრობლემას შეეხება, რომლის მშენებლობასაც მოსახლეობა აპროტესტებს. გუბერნატორის განმარტებით, ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება და გარემოზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. პროექტი ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას ითვალისწინებს.