ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივები უსიამოვნო სუნსა და ჰაერში მომწამვლელ კვამლზე საუბრობენ. ნაგავსაყრელი, რომელიც ექსპლუატაციაში გასულ საუკუნეში შევიდა, რამდენიმე წლის წინ უნდა დახურულიყო. #მოამბერეგიონების გადამღები ჯგუფი შეხვდა ნიკეას ქუჩის მოსახლეობას და ასევე მოისმინა ეკოლოგიის მიმართულებით სპეციალისტების აზრი.
ირმა ჭოლაძისა და დავით ლორთქიფანიძის სიუჟეტი ქუთაისიდან #მოამბერეგიონები