ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული თეკლა გერსამია ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. 25 წლის ქალს მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცოლ-ქმარს შორის კამათი მოხდა, რის შემდეგაც ქმარი სახლიდან გავიდა. თუმცა, ბრალდებული მას დანით ხელში დაედევნა და სადარბაზოში, დანის გამოყენებით გულის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.