ნაფეტვრების დასახლებაში გაზის მილების დაზიანების გამო გზის ცენტრალური ნაწილი ჩაიკეტა

ნაფეტვრების დასახლებაში გაზის მილები დაზიანდა, რამაც გზის ცენტრალური ნაწილის ჩაკეტვა გამოიწვია. ნაფეტვრების მცხოვრებლების განცხადებით, გაზის მიწოდება ავარიული დაზიანების გამო, ხშირად უწყდებათ. კომპანია “სოკარის” წარმომადგენლის ინფორმაციით, მილების დაზიანება ნაფეტვრებში გზის საფარის დაგების სამუშაოების შედეგად, მილების საყრდენი ბოძების ჩამოშლამ გამოიწვია, რასაც თან რთული კლიმატური პირობები დაერთო.

“სოკარის” მცხეთის სერვისცენტრის მენეჯერის განცხადებით, გაზის მილები ორი წელია, მყარია და მისი მდგრადობა სპეციალისტების მიერ შემოწმებულია. “სოკარის” წარმომადგენლებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება და აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყეს.