„ნაფეხურები წყალზე“ – დავით მაღრაძის კრებული

21:44, 29.05.2018

ცნობილი ამერიკული საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელები საქართველოში არიან.

ლოს ანჯელესში მოღვაწე ამერიკელი გამომცემლების ვიზიტი დავით მაღრაძის ახალ კრებულს უკავშირდება, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარმოადგინეს.

„ნაფეხურები წყალზე“ – ამ სახელწოდების მქონე და ინგლისურ ენაზე ნათარგმნ კრებულს მალე ჯერ ნიუ იორკში, შემდეგ კი ამერიკის სხვადასხვა შტატში გაეცნობიან.

ამერიკული საგამომცემლო კომპანია, რომელმაც კრებული ინგლისურად თარგმნა, ყოველწლიურად 50-მდე ცნობილი ავტორის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ბეჭდავს.

მსგავსი