ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე სავალ ნაწილზე ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მოეწყობა ბორდიური, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება.

პროექტის ღირებულება 400 000 ლარია.

სამუშაოები თბილისის მერმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა დაათვალიერეს.