დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეახსენებს მოსახლეობას, რომ ნადირობისას დაწესებული რეგულაციები დაიცვან, მაგალითად გადაამოწმონ, სად, რომელ ფრინველზე და რა იარაღით უნდა ინადირონ. კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სხვადასხვა სასჯელი, მათ შორის ზოგიერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულსაც უტოლდება.