„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომრის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობაზე საუბრობს. ანი წითლიძის განცხადებით, ეს ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან მიაწოდა. მისი განმარტებით, მათ შორის არიან პოლიციის, სუს-ის, სასამართლოს მანდატურები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გამოეხმაურა და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.