„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა
კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა და სამომავლო გეგმები. პარტიამ დროებითი მმართველი საბჭო აირჩია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. საბჭო 8 კაცისგან დაკომპლექტდა, მის შემადგენლობაში არ არის უკვე ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. დროებითი ორგანოს საბჭოს ირაკლი ფავლენიშვილი უხელმძღვანელებს. რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი – ნანუკა ჟორჟოლიანი. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ 6-თვიან ვადაში პარტიაში ძირეული ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ ყრილობას აფასებენ მმართველ გუნდში. მათი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ოპოზიციურ სპექტრში, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი დაიბრუნოს.