„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა

21:25, 05.08.2026

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობამ პარტიის სტრუქტურულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

სააკაშვილის ინიცირებული რეფორმა, რომელიც დაანონსებისთანავე მწვავე შიდა პარტიული უთანხმოების და ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა, დამტკიცებულია. არჩეულია რვა კაციანი დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც ირაკლი ფავლენიშვილი უხელმძღვანელებს. სწორედ ამ საბჭოს ევალება ყოფილი სახელისუფლებო პარტიის რეფორმირება და ექვსი თვის თავზე ახალი თავმჯდომარის არჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ყრილობაზე შიდა პარტიულ უთანხმოებაზე აქცენტი არ გაკეთებულა, არსებული დაპირისპირების მასშტაბი თინა ბოკუჩავას გადაწყვეტილებამ ცხადყო. ყოფილმა თავმჯდომარემ შეთავაზების მიუხედავად ახალი საბჭოს წევრობაზე უარი თქვა. პარტიის მმართველ რგოლს ჩამოშორდა ბოკუჩავას მოადგილე ლევან სანიკიძეც. ყრილობის მონაწილეებს მიხელ სააკაშვილის აუდიო მიმართვაც მოასმენინეს.

რა ცვლილებები იგეგმება ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში და როგორ აფასებს მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს – თათია ტაბეშაძე დეტალებით.

მსგავსი