„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში დღეს ყრილობა გაიმართება, რომელზეც ოფიციალურად დაამტკიცებენ პარტიის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს. ლევან ხაბეიშვილი გუნდის წევრებს მიმართავს და მათ საკუთარ გეგმას გააცნობს. ყრილობას, რომელიც 17 საათზე დაიწყება, პარტიის ლიდერები, წევრები და ასევე, რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამ დრომდე არ არის ცნობილი, აპირებს თუ არა ყრილობაზე მისვლას პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. მელიას მომხრეთა ნაწილი ამბობს, რომ სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ. დღეს დაგეგმილი ყრილობა ძირითადად ტექნიკური ხასიათის იქნება. ყრილობაზე ასევე შესაძლოა გაირკვეს, თუ ვინ დაიკავებს პარტიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს.