„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა უილსონთან - შეფასებები

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

პარტიის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი, დღეს კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. მათი თქმით, ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა საქართველო კვლავ იყოს ამერიკის დღის წესრიგში და „მეგობარი აქტი“ იქნას მხარდაჭერილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები აღნიშნულ შეხვედრებს, ქვეყნის დაზიანების მცდელობად აფასებენ, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდება.