„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტი

ბეშუმში, სახალხო დღესასწაულის ოფიციალური ღონისძიების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ბანერი წარწერით, „გახარია წადი“, შეკრებილებმა მინდორზე გამოფინეს. მათ სურდათ თავიანთი მოთხოვნა, პრემიერისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ. მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ კონცერტიდან სპორტულ ღონისძიებებზე გადაინაცვლა, აქციის მონაწილეები მისკენ დაიძრნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირედი დაპირისპირება მოჰყვა. დღესასწაულზე მყოფი მოსახლეობის ნაწილი ოპოზიციური პარტიის აქციას უკმაყოფილოდ შეხვდა.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მამუკა ბახტაძემ კურორტი დატოვა.

დატოვე კომენტარი